вторник, 18 июля 2017 г.

კურსის რეფლექსია

        
       
      პირველი დღე:
პროექტებზე სახელმძღვანელოს გაცნობა.
პორტფოლიოს შექმნა.
ბუკლეტის დამზადება.
Gmai-ზე მუშაობა.
პროექტის იდეის მოფიქრება.
           მეორე დღე
ბუკლეტის დასრულება.
პრეზენტაციის შექმნა.
სტანდარტზე მუშაობა.
           მესამე დღე
21-ე საუკუნის უნარების გაცნობა.
პროექტის გეგმაზე მუშაობა.
შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა.
          მეოთხე დღე
შეფასებებზე მუშაობა.
შეფასების რუბრიკები.

                     მეხუთე დღე
ინტერნეტ კომუნიკაციები.
ბლოგები.
                   მეექვსე დღე
ფასილიტაცია.
ტექნოლოგიები.

             მეშვიდე დღე
პროექტის გეგმის დასრულება.
მოსწავლის ნამუშევრის შექმნა.
              მერვე დღე
ინფორმაციის მოძიება.
ბლოგზე მუშაობა.
პორტფოლიოს დასრულება.
ბლოგზე ატვირთვა.
             მეცხრე დღე

 კიდევ  ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ბლოგსგადავამოწმეთ ყველა საქაღალდე  განვათავსეთ სასურველი ინფორმაცია  ბლოგის მთავარ გვერდზედავრწმუნდით  რომ დავასრულეთ ყველა ჩვენი დავალება ამ ეტაპზეპროექტის პრეზენტაციის შემდეგ უკვე ავტვირთავთ ფოტო და ვიდეო მასალებს.
ეს ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის:
·        .გავიგე თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროექტებზე.
·         .გავიგე ბლოგზე მუშაობის ყველა ნიუანსი.
·        . გავიგე პრეზენტაციის ყველა ნიუანსი.ვისწავლე ბევრი ახალი ტერმინი.
·         .გავიგე სიახლეების შესახებ.
·         .დავგეგმე პროექტი, რომელიც უკვე დასარულს უახლოვდება.
·         .ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან, რომელიც კვლავაც დაგვპირდა დახმარებას.
·      .ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე. ასევე მოვიწვევ მათ ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე, პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.

ინტელის პროექტი

вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის  მერვე დღეს განვაახლეთ blooggze მუშაობა,წარმოვადგინეთ ჩვენი დავალება : შევედით მოსწავლის როლში და  შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია.გადავხედეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმას შევიტანეთ ცვლილებელი და დავამთავრეთ გეგმაზე მუშაობა.
განვიხილეთ მოდული 5,შეფასების რუბრიკები და ფორმები.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარის გაკეთება.
დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო.

понедельник, 10 июля 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრეინინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციის განხილვით.ამის შემდეგ შევისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოკში.შევედით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე და ეს ყველაფერი ნაბიჯ ნაბიჯ გავიარეთ, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია ჩვენს ბლოგზე.ვისწავლეთ bloggze მუშაობა .დიზაინს შექმნა ,ახალი გვერდების დამატება..განვიხილეთ მოდული 4.სასწავლო ნიმუშების შექმნა და გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვას.
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგის ,მოლოდინი მართალაც გაამართლა.

ქართული ტრადიციები

четверг, 6 июля 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

 ტრენინგს მეექვსე  დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნი პრეზენტაციის განხილვა.
შემდეგ განვიხილეთ მოდული 3 აქტივობა 4. ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.
web.2.0 tools.
შევედით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე  და ვისწავლეთ ფაილების გაგზავნა.განვიხილეთ რუკები და ვისწავლეთ ორ წერტილს შორის მანძილის განსაზღვრა, შევისწავლეთ google კალენდარი და მისი დანიშნულება,შემდეგ გადავედით google drivze  და ვისწავლეთ დოკუმენტების შექმნა და  რამდენიმე ადამიანზე გაზიარება.ასევე განვიხილეთ კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება google-ში.
ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ტრენინგის ეს დღეც ,ვისწავლე  ბევრი საჭირო ინტერნეტ კომუნიკაციებიი,განსაკუთრებით მომეწონა google drivze მუშაობა.

вторник, 4 июля 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მოდული 3 ის აქტივობა 2 და 3 .საავტორო უფლებები ,წყაროს ციტირება,საძიებო სისტემების გამოყენება და გვერდის სანდოობა.
გავიხსენეთ POWER POINT-ში მუშაობა და დავიწყეთ  პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროექტისთვის.

четверг, 29 июня 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

რეფლექსია
  ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით.შემდეგ კი ვიმუშავეთ  მოდული2.აქტივობა 2 და 3ზე.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე  გაცნობა ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია და საკვანძო კითხვების რუბრიკა.
შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.ჩამოვაყალიბეთ ეს კითხვები და შევიტანეთ ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის შაბლონში. ამის შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ამოვიწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში

вторник, 27 июня 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

რეფლექსია

დავიწყეთ ინტელის კურსის შესწავლა. პირველი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ,შევქმენით ელექტრონული საქაღალდე , გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, გაკვეთილზე ვისწავლე ბროშურის შექმნა ,რაც თავდაპირველად რთული მომეჩვენა ,მაგრამ ბევრი ცდის შემდეგ შევძელი და მოვამზადე ბროშურა ჩემს მიერ შერჩეულ თემაზე.

ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლოპროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.


ტრენინგის მესამე დღეს წარვადგინეთ ჩვენი ბუკლეტები ,განვიხილეთ არჩეული თემები. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს.