четверг, 29 июня 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

რეფლექსია
  ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით.შემდეგ კი ვიმუშავეთ  მოდული2.აქტივობა 2 და 3ზე.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე  გაცნობა ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია და საკვანძო კითხვების რუბრიკა.
შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.ჩამოვაყალიბეთ ეს კითხვები და შევიტანეთ ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის შაბლონში. ამის შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ამოვიწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში

вторник, 27 июня 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

რეფლექსია

დავიწყეთ ინტელის კურსის შესწავლა. პირველი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ,შევქმენით ელექტრონული საქაღალდე , გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, გაკვეთილზე ვისწავლე ბროშურის შექმნა ,რაც თავდაპირველად რთული მომეჩვენა ,მაგრამ ბევრი ცდის შემდეგ შევძელი და მოვამზადე ბროშურა ჩემს მიერ შერჩეულ თემაზე.

ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლოპროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.


ტრენინგის მესამე დღეს წარვადგინეთ ჩვენი ბუკლეტები ,განვიხილეთ არჩეული თემები. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს.