четверг, 29 июня 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

რეფლექსია
  ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით.შემდეგ კი ვიმუშავეთ  მოდული2.აქტივობა 2 და 3ზე.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე  გაცნობა ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია და საკვანძო კითხვების რუბრიკა.
შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.ჩამოვაყალიბეთ ეს კითხვები და შევიტანეთ ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის შაბლონში. ამის შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ამოვიწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში

вторник, 27 июня 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

რეფლექსია

დავიწყეთ ინტელის კურსის შესწავლა. პირველი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ,შევქმენით ელექტრონული საქაღალდე , გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, გაკვეთილზე ვისწავლე ბროშურის შექმნა ,რაც თავდაპირველად რთული მომეჩვენა ,მაგრამ ბევრი ცდის შემდეგ შევძელი და მოვამზადე ბროშურა ჩემს მიერ შერჩეულ თემაზე.

ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლოპროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.


ტრენინგის მესამე დღეს წარვადგინეთ ჩვენი ბუკლეტები ,განვიხილეთ არჩეული თემები. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს.

вторник, 11 июня 2013 г.

,,თანამედროვეობის უმძიმესი სენი"


proeqtis mizania:
ახალგაზრდებს გავაცნო ამ სენის სისასტიკე.შიდსი თანამედროვეობის უმძიმესი სენი ძალებს იკრებს საქართველოშიც
მოსწავლეები gaecnobian შიდსის  დაავადების პრობლემას, რომელიც კაცობრიობას  აწუხებს.გამოიკვლევენ მისი წარმოშობის მიზეზებს და შეისწავლიან აღნიშნული   დაავადების მოსალოდნელ შედეგებს.
.მასთან ბრძოლას ძალისხმევა ესაჭიროება ძალა კი პრობლემის არსის და მისი დაძლევის ფორმებისა და საშუალებების ცოდნაშია, სწორედ ამ ცოდნის მიღების ერთერთი საშუალებაა ეს პროექტი.
პროექტის  სრული აღწერა:
 მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და იწყებენ მუშაობას თემაზე.თავდაპირველად მოიძიებენ მასალას აღნიშნული თემის ირგვლივ, განიხილავენ ძირითად პრობლემურ საკითხებს. მოაწყობენ პიარ-აქციას სკოლაში შიდსის  დაავადებაზე ინფორმირების მიზნით. მოაწყობენ საკითხის საბოლოო დამუშავების შემდეგ პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე.

მონაწილეთა ასაკი/კლასი: 15-16 წელი/ X კლასi

ვადები/ხანგრძლივობა: 12dRe

პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიება, პრეზენტაციის მოწყობა პროექტორის თანხლებით, პიარ-აქციის ჩატარება. ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება. კედლის გაზეთების გამოქვეყნება.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან შიდსის დაავადების სიპტომებსა და მისით გამოწვეულ დამანგრეველ შედეგებს. გამოიმუშავებენ პროექტირების უნარს..გარდა ამისა გახდებიან უფრო კომუნიკაბელურნი და ინფორმირებულნი.

სარგებელი სხვისთვის: მოცემული ბლოგის მეშვეობით დაინტერესებული პირები მიიღებენ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას დაავადების შესახებ და შეეძლებათ თავიანთი აზრების დაფიქსირებაც თემასთან დაკავშირებით.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან და სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - თემის დაწერა  სტილისტურად და გრამატიკულად. გეოგრაფია - დაავადების გავრცელების არეალების მონახვაბიოლოგია - დაავადების იმუნური სისტემის შესწავლა.
გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება.







P